სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი“, ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები