მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე გიორგი კენჭიაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაგეგმა ეგვიპტის მოქალაქის, მარკო გრეის საკუთრებაში არსებული, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კენჭიაშვილმა დაამზადა აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, თითქოს, ეგვიპტის მოქალაქემ მას გადასცა მიწის ნაკვეთის განკარვის უფლება. აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტით, გიორგი კენჭიაშვილმა მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა თავის სახელზე, რის შემდეგაც გაასხვისა საქართველოს მოქალაქეზე.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები