რომან ბრისონის ფრანგულ-ქართული საქართველო

რომან ბრისონი წარმოშობით სამხრეთ საფრანგეთიდანაა. 6 წელია საქართველოში ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა ფრანგმა ფოტოხელოვანმა თბილისში დამკვიდრება და რა მსგავსება აღმოაჩინა მან ორ ქვეყანას შორის…

– პირველად, 2008 წელს ჩამოვედი. საქმიანი ვიზიტი იყო, რეჟისორ სალომე კობახიძეს ვიცნობდი, სწორედ სალომე დამიკავშირდა და დოკუმენტურ ფილმზე „ქეთო და კოტეზე“ მომიწია მუშაობა. 3 თვე დავყავი აქ, ვიმოგზაურე სვანეთში, კახეთში აღფრთოვანებული ვიყავი. მერე აგვისტოს ომი დაიწყო, იმ პერიოდში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და ამიტომ შტატებში დავბრუნდი. შემდეგ წელს ისევ გადავწყვიტე საქართველოში წამოსვლა.  მეგობართან ერთად ჩამოვედი და ამ წელს გავიცანი ჩემი მეუღლე. ახლა კი პატარა ბიჭი, 4 წლის მათეო მყავს.

12821966_1241856282509644_2055796301_nრთულია, მიიღო გადაწყვეტილება და წახვიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თვის წინ ომი იყო… მე ყოველთვის ასე მოგზაურობით ვარსებობდი. გადაწყვეტილებებზე ძალიან იმპულსური ვარ.  მომეწონება და შემიძლია დავრჩე. ძალიან ბევრ ადგილზე ვცხოვრობდი, ამიტომ ჩემთვის ძნელი არ ყოფილა. ჩამოვედი, ვნახე, მომეწონა და გადავწყვიტე, რომ აქ მინდოდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, სურვილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ფიზიკურად საბუთები ვერ გააკეთოს. გამიმართლა, რომ მე შემიძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება და დღეს უკვე აქ ვცხოვრობ. – არის საქართველო ის ადგილი, სადაც მუდმივად იცხოვრებ?
– სამხრეთ საფრანგეთიდან ვარ. მანამდე ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. აქ რომ ჩამოვედი, თითქოს სამხრეთ საფრანგეთის გარემო გამახსენდა. ძალიან ვგავართ ერთმანეთს – ხმამაღლა ლაპარაკი გვიყვარს, ძალიან ბევრს ვკამათობთ და ვჩხუბობთ, კლიმატიც ისეთია, როგორიც ჩემთან, საფრანგეთში. ერთადერთი ენა იყო პრობლემა.
– მაგრამ სწავლობთ …
– კი, ცოტას ნელ-ნელა…

12721736_1241856292509643_1585389148_n – მათეო რა ენაზე საუბრობს?
– ფრანგულად, ქართულად, რუსულად. პატარას ენების პრობლემა არ აქვს.
– ფოტოგრაფიას აგრძელებთ საქართველოში?
– უკვე 6 წელია  აპარატისთვის ხელი არ მომიკიდია. რამეს რომ ვაკეთებ, მთელი გულით და სულით იქ ვარ, ნახევრად საქმის გაკეთება არ შემიძლია. ამიტომ რადგან დღეს სხვა საქმე მაქვს, სამწუხაროდ, ფოტოგრაფიისთვის დრო აღარ მრჩება. ფრანგული რესტორანი გავხსენი.
– ის სიამოვნება, რასაც ფოტოგრაფიიდან იღებდი, რესტორანმა ჩაანაცვლა?
– ცხოვრებიდან გამომდინარე, მოხდა ასე. რადგან აქ გადავწყვირტე დარჩენა და დასახლება, ვიცოდი, ფოტოგრაფიით ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. შემოსავალი არ მექნებოდა და რადგან ოჯახი მყავს, სხვა შემოსავლის წყარო მჭირდებოდა. მარტო როცა ხარ, არა უშავს, მაგრამ ოჯახი როცა გყავს, ასე ვერ იცხოვრებ, სხვა პასუხისმგებლობა გაქვს ადამიანს. ვფიქრობდი იმაზე, რა შეიძლებოდა მქონოდა ისეთი, რაც ყოველი თვის ბოლოს შემოსავალს მომცემდა. გავხსენი რესტორანი და ეს პრობლემა მომეხსნა. ამან გამოიწვია, ის რომ 12825330_1241856299176309_1394768109_nფოტოგრაფია დროებით დავივიწყე. ასე ხდება ცხოვრებაში, ყოველთვის არჩევანის გაკეთება გვიწევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ საშუალება მომეცა და სიტუაცია იქნება, თავიდან ავიღებ აპარატს  და გავაგრძელებ ჩემს ფოტოხელოვნებას.
– როგორია რომან ბრისონის ფოტოგრაფია…
– ძირითადად, ვიღებდი ქუჩას, მის ცხოვრებას. კინოზე ადრე მიხეილ კობახიძესთან ერთად მქონდა ნამუშევარი, ქართველებსაც მისგან ვიცნობდი. მის მოკლემეტრაჟიან ფილმზე და კიდევ რამდენიმე კინოზე ვიმუშავე. თუმცა, ქუჩის დოკუმენტური ასახვა მირჩევნია და, ძირითადად, ამაზე ვმუშაობდი.
– მეუღლე…
– თამუნა ჯალაღანია, ახლა უკვე თამუნა ბრისონი. თამუნაც ხელოვანია, ვიდეო და ფოტოხელოვნებას აქტიურად აკეთებს. დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული. ხატავს…
ფრანგულ-ქართული კულტურის მუსიკალური შერწყმა.
– პროექტი Molecule G, რომელსაც თქვენ ახორციელებთ…
–  მართალია, ფოტოგრაფიას თავი დავანებე, მაგრამ ხელოვნებასთან სხვა გზებით მივდივარ. სხვა მხრიდან შეიძლება იმ განცდების დაბრუნება, რაც ფოტოს გადაღებისას მქონდა. ეს პირველი შემთხვევაა, პირველად ჩამოგვყავს ფრანგი პოპმუსიკოსი ჟერარ ვერანი, ხელოვნებასთან კავშირს ასეთი სახით გავაგრძელებ. რესტორნის გაკეთების პროცესშიც ფერებს ვარჩევდი, დიზაინზე ვიმუშავე, გარკვეულწილად, ამაშიც ჩემი რაღაც ვიპოვე. ახლა უკვე შექმნილია, რესტორანი დამოუკიდებლად მუშაობს და უკვე შემიძლია, რაღაც ახალს მოვკიდო ხელი.
– კომპანია „კოლხიდა“…12784545_1241856285842977_1566224704_n
– „კოლხიდა“ სწორედ ამ პროექტის გამო შეიქმნა. ყველამ იცის „კოლხიდას“ ამბავი, ოქროს საწმისი და ასე შემდეგ. ამიტომ ავირჩიე ზუსტად ეს სახელწოდება, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა. საქართველოზე რამეს რომ იკითხავ, მაშინვე კოლხეთის ამბავს გიყვებიან, ასე გაცნობენ და ამიტომაც გადავწყვიტე, კომპანიისთვის „კოლხიდა“ დამერქმია. Molecule G ჩვენი პირველი პროექტია, ნელ-ნელა ვვითარდებით. იდეა არის ის, რომ გვსურს, გვქონდეს სხვადასხვა პროექტი, რომლებიც ქართულ კულტურას სხვა ქვეყნების კულტურებს დააკავშირებს. ამ შემთხვევაში არის ფრანგული და ქართული კულტურის შერწყმა. ამასთან ერთად, რაც მთავარია ცოცხლი მუსიკაა…
– რა მოლოდინი გაქვთ კონცერტთან დაკავშირებით?
– მართლა არ ვიცი, რა რეაქცია ექნება მსმენელს. საქართველოში ტრადიციას და კულტურას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ამას. სიმღერა ტრადიციული, თამადა სუფრასთან და ა.შ. მეორე მხრივ, ახალგაზრდების უმეტესობა დაინტერესებულია ელექტრომუსიკით. ეს მუსიკა უფრო შეიძლება განვითარდეს საქართველოში, ვიდრე როკი ან სხვა ჟანრი. ვფიქრობ, ის ექსპერიმენტი, რომელსაც ჟერარი ქართველ მუსიკოსებთან ერთად აკეთებს – გაამართლებს.
12834876_1241856302509642_84577698_n
12825167_1241856289176310_659656919_n
11998415_1241856295842976_1154687834_n
12833307_1241856309176308_1160697475_n

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები