ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავა.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 1 500 ლარი მოითხოვეს.
საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები