ვიეტნამში ტყუპები დაიბადნენ, რომლებიც სხვადასხვა მამისგან არიან

ვიეტნამში ტყუპები დაიბადნენ, რომლებიც სხვადასხვა მამისგან არიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ადგილობრივი გენეტიკური ასოციაციისგან აცნობეს. ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტყუპების ნათესავებმა აშკარად დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან და დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.
როგორც გაირკვა, ეს სუპერფეკუნდაციის იშვიათი შემთხვევაა, რაც ერთი ან მეტი კვერცხუჯრედის სხვადასხვა მამაკაცის სპერმატოზოიდით განაყოფიერებას ნიშნავს. როგორც „ბი-ბი-სის“ ვიეტნამის გენეტიკური ასოციაციის პრეზიდენტმა, ლენ დინ ლუონგმა განუცხადა, ეს ფაქტი 100%-ით არის დადასტურებული და საუბარია ძალზე იშვიათ შემთხვევაზე.
12834927_10205509177240438_468952969_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები