ბელორუსში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
საქართველოს ორი მოქალაქე ბელორუსმა მესაზღვრეებმა იმ დროს დააკავეს როდესაც ისინი ბელორუსიდან ლატვიაში წასვლას ცდილობდნენ.
მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეები ვიტებსკის ოლქში, ბელორუს-ლატვიის საზღვარზე დააკავეს.
დაკავებულებს მილიონ 500 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა და ბელორუსიდან დეპორტაცია ემუქრებათ.