ამერიკელმა მეცნიერებმა „რვაფეხა-მოჩვენება“ აღმოაჩინეს (ვიდეო)

ამერიკელმა მეცნიერებმა აშშ-ის ოკეანის და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოდან მეცნიერებისთვის უცხო რვაფეხას სახეობა აღმოაჩინეს.
აღმოჩენა თებერვალში ჰავაის კუნძულების მახლობლად მოხდა. წყალქვეშა კვლევების დროს მეცნიერებმა 4290 მეტრის სიღრმეზე პატარა რვაფეხა აღმოაჩინეს, რომელიც ქვაზე იჯდა. რვაფეხას ბევრი უცნაური დეტალი ჰქონდა, მათგან ერთ-ერთი ფერი იყო. ცხოველი პრაქტიკულად გამჭვირვალეა. ამის გამო მეცნიერებმა მას „რვაფეხა-მოჩვენება“ უწოდეს. ასეთი ფერი რვაფეხას ქრომატოფორების არარსებობის გამო აქვს. ეს პიგმენტური უჯრედებია, რომლებიც ცხოველს ფერს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები