მეცნიერებმა მერკურის ზედაპირზე „შავი ხვრელი“ აღმოაჩინეს

პლანეტა მერკურის ზედაპირი ძალზე მუქია. მეცნიერებმა მრავალი თეორია შექმნეს, თუ რატომ აქვს პლანეტას ასეთი ზედაპირი. ახლა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მერკური გრაფიტის ფენით არის დაფარული – ასეთივე მასალა ფანქრის შიგთავსში გამოიყენება. აპარატ „მესენჯერიდან“ მიღებული მასალების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი მასალა სწორედ გრაფიტია. ეს გრაფიტი მერკურის თავდაპირველი ქერქისგან დარჩა, რომელიც მოგვიანებით ვულკანური მასალებით დაიფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები