სავჩენკოს საქმე დასასრულს უახლოვდება

უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქმე მალე უნდა დასრულდეს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი – სავჩენკოს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის კორესპონდენტების დაღუპვაში ადანაშაულებენ, შეიძლება დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯონ, ან სასჯელის მოსახდელად უკრაინაში გადაიყვანონ. არსებობს ასევე იმის ვარიანტი, რომ სავჩენკო უდანაშუალოდ ცნონ და ციხიდან გაუშვან. და ყველაზე მძიმე ვარიანტი – განაჩენის გამოტანის გადადების შემთხევვაში ნადეჟდა სავჩენკო მშრალი შიმშილობის გამოცხადებას აპირებს და მან უბრალოდ ამ დღემდე შეიძლება ცოცხალმა ვეღარ მიაღწიოს.

12804036_10205504793170839_1267255596_nმშრალი შიმშილობით სავჩენკო იმის გამო იმუქრება, რომ ის განაჩენის ერთ კვირაში გამოცხადებას ითხოვს, უკრაინელი პოლოტი ისედაც თითქმის ორი წელია წინასწარ პატიმრობაში, ბრალის დამტკიცების გარეშე იმყოფება.
ნადეჟდა სავჩენკოს 2014 წლის ზაფხულში უკრაინის ლუგანსკის ოლქში რუსეთის ტელევიზიის ორი თანამშრომლის დაღუპვაში და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშუალებენ. ბოლო ბრალდება განსაკუთრებით „საინტერესოა“, ვინაიდან რუსეთის საზღვარი სავჩენკომ დაკავების შემდეგ, ანუ ძალის გამოყენებით გადაკვეთა. თავად სავჩენკო აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაღუპვის მომენტში ის უკვე დაკავებული, უფრო სწორად გატაცებული იყო და კორესპონდენტების დაღუპვასთან კავშირი არა აქვს.
სავჩენკოს ადვოკატები გონიერ გადაწყვეტილებად სწორედ უკრაინაში მის გადაყვანას ასახელებენ. ეს საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა კრიმინალურს და პოლიტიკური გახდა.
ასე, მაგალითად, ევროპარლამენტმა ვლადიმერ პუტინის და კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

12834949_10205504793330843_1914010265_n„ჩვენ, ევროპარლამენტის დეპუტატები, დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირმა ადამიანის უფგლებების და მინსკის შეთანხმებების დარღვევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს“ – ნათქვამია ევროპარლანებტის განცხადებაში.
სავჩენკო დასავლეთის თვალში პოლიტპატიმარი გახდა, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების გამო „დასაჯა“. ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არა მარტო უკრაინაში, არამედ რუსეთშიც იმართება. მოსკოვში სავჩენკოს მხარდამჭერი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
შესაბამის განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაციაც ავრცელებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მოუწოდებს რუსეთს, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს და უკრაინელი მფრინავი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. „მოვუწოდებთ რუსეთს, ნადია სავჩენკოს მოუხსნას ყველა ბრალდება და სასწრაფოდ გაათავისუფლოს ის. ნადია იმსახურებს შინ, საკუთარ ოჯახში და მეგობრებთან დაბრუნებას და რადის სხვა დეპუტატებთან ერთად, ახალი უკრაინის ფორმირების პროცესში ჩართვას“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

12834508_10205504793210840_1153389342_nნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. მან ადრეც რამდენჯერმე შიმშილობა გამოაცხადა. უკრაინელი პილოტი უკან დახევას არ აპირებს და ბოლომდე აპირებს უსამართლობასთან ბრძოლას რუსეთის „მართლმსაჯულების“ სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები