ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილის ბიძა დააკავეს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილის ბიძა და მეგობარი დააკავეს.
როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მექვაბიშვილის ბიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას უამრავი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ასევე, პროკურორის ინფორმაციით, კიდევ ერთი პირის დაკავება მოხდა იმის საფუძვლზე, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო აღმოაჩნდა.
“საქმის გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. რაც შეეხება ლევან მექვაბიშვილის ბიძის სახლს, ამოღებული იქნა უამრავი საბრძოლო მასალა და მისი ბიძა პასუხისგებაში მიეცა. ხოლო კალანდია დააკავეს იმის საფუძვლით, რომ მას გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო”,- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-მ პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები