დაცვის მხარე ლევან მექვაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის ადვოკატები ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვენ. ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის საშიშროება. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა მექვაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მედიის წარმომადგენლებთან შესაბამისი კომენტარი საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
შეგახსენებთ,რომ 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში გუშინ დააკავეს. ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები