ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
პროცესი 11:00 საათზე გაიმართება. ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები