მუსიკა, რომელსაც ხედავ – ქართული დუდუკი მომავლის მუსიკალური ინსტრუმენტი

ქართული ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები ფრანგული ექსპერიმენტული მუსიკისთვის. ფრანგი მუსიკოსი ჟერარ ვერანი ქართველ მუსიკოსებთან და მოძრაობის თეატრის მსახიობებთან ერთად სამგანზომილებიან მუსიკას შექმნის. რატომ გადაწყვიტა “Molecule G”-მ საქართველოში ჩამოსვლა და რომელი ინსტრუმენტი მოეწონა განსაკუთრებით ფრანგ ხელოვანს…

– მუსიკა…12833296_1239089439452995_1292852010_n
– მუსიკალური ოჯახიდან ვარ. დედა კარმენ ვერანი ავინიონის კონსერვატორიაში მუსიკალური გუნდის მასწავლებელი იყო.  ძმა ჟილბერი – პიანისტია, და – კლოდი ასევე მუსიკოსი. მე კონსერვატორიაში კლასიკური განხრით დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვსწავლობდი, შემდეგ თანამედროვე მუსიკის შესწავლაზე გადავედი. რაღაც დროის შემდეგ ლონდონში წავედი კონკრეტული მუსიკის შესასწავლად. იქ აღმოვაჩინე ელექტრონული, ექსპერიმენტული მუსიკა.
– კლასიკურიდან ელექტრონულ მუსიკამდე...
– სუფთა ელექტრონულ მუსიკას არ ვაკეთებ. ბაზას ვიყენებ ელექტრონულს, მაგრამ თავად არაელექტრონულ მასალას ვქმნი. ლონდონიდან ისევ პარიზში დავბრუნდი, რომ სწავლა ელექტრონულ მუსიკაზე გამეგრძელებინა. დავიწყე კინომუსიკის წერა. ვიმუშავე მოკლემეტრაჟიან ფილმებზე და რეკლამებზე. დავინტერესდი რეჟისორის მუშაობით და სწორედ ამან იქონია გავლენა, რომ გამიჩნდა სურვილი, თავად გადამეღო და ჩემი კადრებისთვის დამედო ჩემივე მუსიკა. ზუსტად ასეთი იქნება კონცერტი, რომელსაც თბილისში ვგეგმავ…
– როგორია მუსიკისთვის შექმნილი კადრები…12067181_1239089299453009_155601759_n
– ფილმებს, რომელსაც ვიღებ და შემდეგ ვიყენებ ჩემს მუსიკაში, მთლიანობაში ისტორიას მხოლოდ ეს ვიდეო არ ასახავს. ის კომპოზიცია, რომელსაც მუსიკისა და კადრის ერთობლიობა ქმნის, ყვება ამბავს, მთლიანობაში კი ყველაფერი ექსპერიმენტულია…
– ეს არ არის ტრადიციული კინომუსიკა, პირველი ხარ, ვინც ასეთი გზა აირჩია?
– ძალიან ბევრი ხელოვანი იყენებს ვიზუალურ გამოსახულებას თავის შემოქმედებაში. მაგრამ კონკრეტულად ასეთი, რომ მუსიკას პირდაპირ ურთიერთობა ჰქონდეს კადრთან, პირველია. ეს სიახლეა, რაც მე გავაკეთე.
– რატომ დაგჭირდა კადრი?12834785_1239089302786342_584041216_n
– რადგან კლასიკური განათლებიდან მოვდივარ და უფრო მიჩვეული ვარ, მუსიკა სიტყვების გარეშე იყოს, ამიტომ მუსიკის უკეთესად აღსაქმელად ვიდეოს ვიყენებ. მინდა ამ მუსიკამ და კადრმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნას, ის, რაც ცალ-ცალკე ვიდეომ ან მუსიკამ ვერ მოახერხოს…
– როგორი გამოვიდა, რამდენად მიიღო მსმენელმა?
– ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი და ამის სურვილიც გვაქვს, რომ პირველზე უკეთესი მეორე გამოვიდეს. კომპანია “კოლხეთის” წარმომადგენელი ვარ და დამფუძნებელმა დამაკავშირა მოძრაობის თეატრის რეჟისორთან, კახა ბაკურაძესთან. ამით ჩემს შემოქმედებაში მესამე განზომილება, მსახიობების სახით შემოვიდა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის შეიძლება განვითარება ჰქონდეს იმას, რაც აქამდე გავაკეთეთ…
– როგორია შენი მუსიკა? რა ემოციები მოდის და რისი თქმა გინდა ამ მუსიკით?
– “ემბიენთი” მუსიკაა, ნარევია სხვადასხვანაირი მუსიკის. მაქვს კლასიკური მომენტები, პოპი, როკი… ოღონდ ეს ყველაფერი, ჩემებური ხედვით. ზუსტად არ შემიძლია გადმოგცეთ… გვიყვარს ეტიკეტების დადება, რომ ეს ასეთი მუსიკაა. ჩემი სურვილი იყო, რომ მთლიანობაში ერთად – სხვა ყოფილიყო. ამით მსმენელს ვუტოვებ არჩევანის გადაწყვეტილების საშუალებას. მოისმინოს, ნახოს ჩემი მუსიკა, როგორ ვაკეთებ და თქვას მერე, რას გრძნობს, რას იწვევს თითოეულ მათგანში ჩემი ბგერები…
– როცა მუსიკას ვუსმენთ, ვისვენებთ. შენ კი ქმნი ამ მუსიკას, რა გრძნობაა…
– ჯერ ისტორიას ვქმნი, როგორ უნდა განვითარდეს მუსიკა. შეიძლება მოვიდეს სიტუაციიდან გამომდინარე, ან წიგნში წავიკითხე, ან სხვა რაიმემ მიბიძგოს ამ მუსიკის შესაქმნელად. მერე უკვე ვქმნი “ემბიენთს”, როგორი განწყობით მინდა, რომ იყოს… შემდეგ ნელ-ნელა იწერება ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება. მინდა გითხრათ, მუსიკის შექმნის პროცესი ერთგვარი დასვენებაა. თავად ვუკრავ ყველა ინსტრუმენტზე, რასაც ვიწერ ამ მუსიკის შექმნის დროს. ხდება ისე, როცა რომელიმე ინსტრუმენტს ვამატებ, ან ვცდი, მოუხდება თუ არა, საკმაოდ დიდი პროცესია. ჩემს მუსიკაში ხშირად ისმის „ემბიენთის“ ხმები, მაგალითად, შეიძლება იყოს ზღვის ხმა ან სხვა და ამას უკვე სტუდიაში ვამატებ.
– რომ არ ყოფილიყო მუსიკა…
– თავიდან მინდოდა არქიტექტურაზე სწავლა, ბუვის სკოლა მინდოდა გამევლო. დიზაინერი არქიტექტორი ვყოფილიყავი, მაგრამ მერე მუსიკა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
– რა მიიღე მუსიკისგან?12349647_1239089339453005_103075185_o
– ჩემი პირადი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნი იყო მუსიკა. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მუსიკიდან გამომდინარე, ხშირად ვმოგზაურობ. დიდი სურვილი მაქვს, სხვადასხვა კულტურას გავეცნო, მათი ინსტრუმენტები მოვსინჯო ჩემს მუსიკაში. მაგალითად, როგორც საქართველოში მოხდა. ეს კონცერტი  ჩემი ვიზიტის გაგრძელებაა. გაზაფხულზე ჩამოვედი, გავიცანი ქართველი მუსიკოსები: დათო ხოსიტაშვილი, სანდრო ნიკოლაძე და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ყველაფერი ვცადეთ, სიმღერაც, მაგრამ ბოლოს მაინც ტრადიციულ ინსტრუმენტებზე გადავედი…
– ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?
– ინდური ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტი აქვთ, რომელსაც დღემდე ხშირად ვიყენებ. ძალიან მომწონს სხვადასხვანაირი ფლეიტა და სიმებიანი ინსტრუმენტები.
– საქართველოში როგორ აღმოჩნდი…
– პირველად მეგობარმა რომან ბრისონმა დამპატიჟა. იცოდა, რომ ვმოგზაურობდი , რომ შემექმნა რაღაც ახალი. შემომთავაზა, ჩამოვსულიყავი და მენახა საქართველო. იქამდე საფრანგეთში მომასმენინა ქართული მუსიკა. ძალიან დავინტერესდი. შემდეგ მოვაწყეთ პირველი შეხვედრა აქ. იმისათვის, რომ ადგილზე მენახა, შევძლებდი თუ არა ამ ყველაფრის გამოყენებას ჩემს მუსიკაში. შევხვდი დათოს და სხვა მუსიკოსებს და პატარ -პატარა საცდელი კონცერტები ჩავატარეთ. ამის შემდეგ დავიწყე ამ ინსტრუმენტების ჩართვა და შერწყმა ჩემს მუსიკაში. რომელიც უკვე წინასწარ მქონდა მომზადებული, სანამ სტუდიაში გადავიდოდით.
– ყველაზე მისაღები და უცხო ჟღერადობის რომელი აღმოჩნდა?10650394_1239089349453004_1910595215_o
– დუდუკი, ფანდური, დოლი, ფლეიტა, გიტარა. დუდუკს, როგორც ინსტრუმენტს, ძალიან ყოვლისმომცველი ხმა აქვს და კარგად ერწყმის ჩემს მუსიკას. კარგად მიდის იმ ატმოსფეროსთან, როგორიც მინდა, რომ ჩემი მუსიკით შევქმნა. დუდუკი არის მუსიკის მომავალი…
– თანამშრომლობა მოძრაობის თეატრთან…
– “კოლხიდასთან” ერთად გვვინდოდა შეგვექმნა 3-დე სიტუაცია. შერწყმა ამ სამი სხვადასხვა განზომილების. “კოლხიდამ” კახა ბაკურაძეს ჩემი ვიდეო წარუდგინა. შემდეგ თეატრში მეც მივედი და ვნახე მათი მუშაობა, ძალიან მომეწონა და დავინტერესდი. საბოლოოდ კი გადავწყვიტეთ, რომ ჩემს კონცერტზე მსახიობებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ექსპერიმენტული მუსიკა, ქართული ინსტრუმენტები, მსახიობების მოძრაობა კონცერტის განმავლობაში, მრავალმხრივი შეხვედრა გამოვიდა.
– თუ არის ისეთი ქვეყანა, სადაც რამდენჯერმე ჩახვედი და საქართველო თუ იქნება ასეთი?12821980_1239089442786328_1559548955_n
– კი, მქონია ასეთი შემთხვევა. მით უმეტეს, საქართველოში, დარწმუნებული ვარ, კიდევ გავაკეთებ ექსპერიმენტულ მუსიკას. ამჯერად მხოლოდ ერთი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. მარტი არის ფრანკოფონიის თვე და ეს კონცერტიც დავამთხვიეთ 19 მარტს, რომ ყოფილიყო ქართულ-ფრანგული მეგობრობის ერთ-ერთი გამოხატულება. რა თქმა უნდა, თუ მსმენელს მოეწონება, მომავალში ისევ წარვდგები მათ წინაშე. გვინდა, რომ ეს პროექტი საზღვარგარეთაც წავიღოთ, იმედი მაქვს, გამოგვივა…

ნინო ჯაჯანიძე

https://www.youtube.com/watch?v=8EWMuTYlLZw

https://www.youtube.com/watch?v=r9k9TrSTAv4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები