თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

თურქეთში გარდაცვლილი დების, ემა და ელნაზ შარიპოვების, ასევე, 19 წლის საჰიპ შარიპოვის ოჯახის წევრები, საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც გარდაცვლილების ოჯახის წევრები აცხადებენ, თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც თურქეთში მათი ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ, თუმცა გამოძიებას მათ შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ შარიპოვების ოჯახის წევრები დახმარებას თურქეთის ხელისუფლებასაც სთხოვენ და დამნაშავეების დროულად დაკავებასა და დასჯას ითხოვენ.
საჰიპ შარიპოვის მამის, ზაქირ გასანოვის განცხადებით, ტრაგედიიდან ორმოცი დღე გავიდა, თუმცა მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათ არ იციან, არიან თუ არა ეჭვმიტანილები და დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები. შეგახსენებთ, რომ დები ემა, ელნაზ და საჰიპ შარიპოვები თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილები 29 იანვარს იპოვეს, ერთ-ერთი ვერსიით, ისინი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გაიგუდნენ, მეორე ვერსიის თანახმად, ქალბატონს და ახალგაზრდა ბიჭს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, მეორე ქალბატონი კი გაგუდული იყო. შარიპოვები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები