მარნეულში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადენის მიმდებარედ, კერძო კომპანიის მიერ, უკანონოდ მოპოვებული იქნა 4567,30მ3 ქვიშა-ხრეში. აღნიშნულ კორდინატებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაცემული არ არის. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4767,30 ლარი. აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები