აიუფ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ბრალდებულები 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები