სასამართლო აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
ბორჩაშვილი დღვანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით წარდგება. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში კი მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღესვე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით დაკავებული სამი პირის საქმეზე გამოაცხადებს განაჩენს მოსამართლე. მათგან ორს, ბორჩაშვილის მსგავსად, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მესამეს – გიორგი კუპრავას კი უკვე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, რაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები