ალექსი პეტრიაშვილს სამართალდამცავები 4 საათი კითხავდნენ

“თავისუფალი დემოკრატების “ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს სამართლადამცავები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკოსმა სამართალდამცავებს თავდამსხმელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმაც გააკეთა.
“ალექსი პეტრიაშვილმა აღიდგინა თავდასხმის დეტალები. თავდამსხმელებს ჰქონდა ჩაქუჩი და ე.წ. ბეისბოლის ბიტები, რომლითაც ისინი თავის არეში, წელზე და ტანზე ურტყამდნენ, ასევე მუცლის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. სავარაუდოდ, თავდამსხმელს ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი, რადგან გასროლის ხმა დაბალი იყო. ახლა ჯერი გამოძიებაზეა. ალექსი პეტრიაშვილისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ. უმოწყალოდ სცემეს, შეიძლება ითქვას, რომ მჭიდი დააცალეს, მერე ჩაქუჩით ურტყეს თავში და გონს რომ კარგავდა მაშინ იკივლა ქალმა”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები