ქუთაისის ერთ-ერთ ეზოში ჩვილის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, „ნიჩბოსნობის“ სპორტსკოლის მიმდებარე დასახლების ერთ-ერთ ეზოში ჩვილის ცხედარი იპოვეს.
ჩვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გვამი ცელოფნის პარკში იყო გახვეული,
ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 112 – ე მუხლით არის აღძრული და დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარი ექსპერტიზაზე, პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები