ოზურგეთში სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს

ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე “თი-ბი-სი” ბანკის PAY BOX-ის სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანაშაულის ჩადენამდე ბოროტმოქმედმა ან ბოროტმოქმედებმა ახლომდებარე ვიდეოკამერები დააზიანეს. როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები