Falcon 9-მ ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა, მაგრამ პლატფორმაზე მისი დასმა წარუმატებლად დასრულდა
ამერიკული კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი წარმატებულად გაიყვანა. ამასთანავე, ატლანტის ოკეანეში პლატფორმაზე რაკეტის პირველი საფეხურის დასმა კვლავ ვერ მოხერხდა.
„რაკეტამ პლატფორმაზე ხისტი დაფრენა განახორციელა. არა მგონია, მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს. რაკეტის შემდეგ გაშვებას კარგი შანსი აქვს“, – განაცხადა SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.
იმ შემთხვევაში, თუ რაკეტის პირველი საფეხურის დასმა წარმატებით განხორცილდება, ეს კოსმოსური ხომალდების გაშვების ხარჯებს მნიშვნელოვნად გააიაფებს. ამ შემთხვევაში პირველი საფეხურის გამოყენება ხელახლა იქნება შესაძლებელი.