საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახლად არჩეული თავმჯდომარე წარუდგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძე და საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახლად არჩეული თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარუდგინეს.
მოსამართლეებმა გიორგი მიქაუტაძეს წარმატებები უსურვეს და ხშირი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
შეხვედრას საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. როგორც ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ განუცხადა, ახვლედიანი შვებულებაში იმყოფება.
“მე ვიცი, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე შვებულებაშია. მისი გადასაწყვეტია, დაესწრებოდა თუ არა ის შეხვედრას”, – აღნიშნა გვენეტაძემ. დღესვე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გვენეტაძემ და მურუსიძემ კოლეგიების თავმჯდომარეები წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები