გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრის მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაზარალებული საავადმყოფოშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს და ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მუხლი შესაძლებელია გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები