დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს ანარ მამადოვს და რამინ ალიევს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლალირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები