აზერბაიჯანში ჰაკერები დააკავეს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

აზერბაიჯანში ჰაკერების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომლის წევრებიც იყვნენ: საქართველოს მოქალაქე ბაბეკ გარიბოვი, თურქეთის მოქალაქე მესუთ უზუნოზი და აზერბაიჯანის მოქალაქე რუფატ გუდრალტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა თურქეთში მცხოვრები იაშარ ბარანის დავალებით, აზერბაიჯანში ვებგვერდი ucuzsepet.com შექმნეს და თურქეთის 74 მოქალაქის საბანკო ბარათების გამოყენებით აზერბაიჯანის სხვადასხვა ბანკში გახსნილ ანგარიშებზე თანხებს რიცხავდნენ. ფულის განაღდების შემდეგ მას თურქეთში აბრუნებდნენ. ამ ქმედების გამო მიყენებული ზარალი 54 732 მანათს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები