ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება. გუშინ პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის მხარემ დაკითხვისას დეტალურად აღიდგინა ის, თუ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიებას მან მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, რომ დაკითხვა შეეწყვიტათ. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს, დღის პირველ ნახევარში განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები