მარიხუანა,16 აბი Lomotil, 56 კაფსულა LYPRE – საბაჟო- გამშვებ პუნქტებზე კანონდარღვევები გამოვლინდა
საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოსულ ავტომანქანაში მებაჟე ოფიცრებმა 4,2 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.
ავტომანქანას, რომელიც ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს, საქართველოს მოქალაქე ჯ. დ.მართავდა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის მარნეულის საგამოძიებო სამსახურის სადახლოს განყოფილებას გადაეცა.
იმავე დღეს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ვალეს“ კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ც.ა.-ის ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად 16 აბი მედიკამენტი Lomotil (შეიცავს 2,5 მგ. ნარკოტიკულ საშუალებას Diphenoxylate) აღმოაჩინეს. შემდგომი რეაგირებისათვის, საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
მსგავსი ფაქტი მოხდა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე შ. მ.-ის პირადი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYPRE – 56 კაფსულა (50mg pregabalin – ის შემცველობით) აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.