ამბროლაურში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ამბროლაურის სატყეო უბანზე ლიხეთის სატყეოს მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შედგა. გაჩეხილია 6 კუბამეტრამდე II ხარისხის ფოთლოვანი ხე-ტყე; მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები