თურქეთიდან იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო – გამშვები პუნქტის, „კარწახის” ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ს., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი – 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი, 7 ცალი საბრძოლო ვაზნა და 1 ცალი იარაღის ჩასადები აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები