ქობულეთსა და ხელვაჩაურში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდინარე კინტრიშსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდინარე ჭოროხზე მოქალაქეები თევზაობდნენ სახლართი ბადეებით. ჩამორთმეული და დალუქულია სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. შედგა შესაბამისი ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები