აზერბაიჯანში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქები: არჩილ დარსალია, ლექსო მოსიძე, ნუშვიგ პირიევი და ზაკირ აბრამოვი, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე გუსეინ რამაზანოვი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში ორი თვის წინ ჩავიდნენ. მათ დანაშაულებრივი კავშირი დაამყარეს გუისეინ რამაზანოვთან, რის შემდეგ ბაქოში რამდენიმე ბინა გაძარცვეს. არჩილ დარსალიასა და ლექსო მოსიძეზე საქართველოში ძებნა იყო გამოცხადებული განსაკუთრებით საშიში დანაშაულების ჩადენის გამო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები