სლოვენიაში უცნაური ამფიბიის შვილების დაბადებას ელიან
სლოვენიის ერთ-ერთ მღვიმეში მცხოვრები უცნაური კუდიანი ამფიბია შვილების დაბადებას ელოდება. ის ტურისტებში ძალზე პოპულარულია. ამ ტიპის ამფიბიას „ბრმა სალამანდრას“ უწოდებენ. მეცნიერების ვარაუდით, ამ სახეობის ამფიბია 100 წელს ცოცხლობს და კვერცხს ათ წელიწადში ორჯერ დებს. სლოვენიურმა „ბრმა სალამანდრამ“ 50-60 კვერცხი დადო, მაგრამ გამოჩეკის რეალური შანსი სამ პატარა ამფიბიას აქვს.