საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის და კოლეგიათა თავმჯდომარეობის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის და კოლეგიათა თავმჯდომარეობის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი მიქაუტაძეს და კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კენჭს პარასკევს უყრიან.
შეგახსენებთ, რომ იუსტიცის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე წარადგინა. ლევან მურუსიძემ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – გიორგი ებანოიძის და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიაში – რეზო ნადარაიას კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები