ლაგოდეხში 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში, 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევაში გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა. მათივე ინფორმაციით, იგი მაწიმში ოჯახთან დროებით იყო ჩასული.
თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად კი, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოკვლევას ლაგოდეხის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები