სასამართლოს წინაშე გამოძიების ეტაპზე მოწმე პირველად დაიკითხა

პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 27 თებერვალს თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას მომართა შუამდგომლობით, გამოძიების ეტაპზე, მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ. გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და ვინაიდან, მოწმე განუსაზღვრელი ვადით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას, ბრალდების მხარემ მისი დაკითხვა სასამართლოს წინაშე განახორციელა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასამართლოს წინაშე პირის მოწმედ დაკითხვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები