ამერიკაში ბინების ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ბოკუჩავა დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ბოკუჩავა ბრუკლინში ადგილობრივი მოსახლეობის ბინებს ძარცვავდა.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას ძარცვის შესახებ ინფორმაცია 2014 წლის ნოებერში მიაწოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბოკუჩავა ბრუკლინში ბინებს ძარცვავდა და სახლებიდან დიდი ოდენობის ფული გაიტაცა. გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ბოკუჩავამ საერთო ჯამში 300 ათასი აშშ დოლარი გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები