თელავში პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა
თელავში სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი პოლიციასთან ჩხუბის გამო, მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ-კაფეში პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.