„ნასამ“ პლუტონის კანიონების ფოტოები გამოაქვეყნა
„ნასამ“ პლუტონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. მათი გადაღება კოსმოსური აპარატის New Horizons-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ამ ფოტოებზე კარგაც ჩანს ყინულის კანიონები, რომლებიც პლუტონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია განლაგებული და ის ცნობილი ასტრონომის, პერსივალ ლოუელის სახელს ატარებს.
New Horizons-ის ინფრაწითელი ხელსაწყოები ადასტურებს, რომ ლოუელის რეგიონში, ძირითადად, გაყინული მეთანია, ხოლო აზოტის ყინული აქ მცირე ოდენობით არის წარმოდგენილი.
ყველაზე განიერი კანიონი სიგანეში 75 კილომეტრს შეადგენს. ის სურათებზე ყვითელი ფერითაა აღნიშნული. მასთან ახლოს კიდევ ორი კანიონი მდებარეობს, რომელთა სიგანე ათ კილომეტრს შეადგენს. ამ ადგილებში კანიონების გარდა არასწორი ფორმის კრატერები არსებობს. მათი დიამეტრი 70, ხოლო სიღრმე 4 კილომეტრია. კრატერები და კანიონები ცხადყოფს, რომ პლუტონზე ადრე ძლიერი ტექტონიკური აქტივობა იყო. კოსმოსური ზონდი New Horizons კოსმოსში 2006 წლის 19 იანვარს გაუშვეს.