ეკა მიშველაძე დაკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე მეუღლის დაჭრის გამო დაკითხვაზე დაიბარეს.
ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ მიშველაძის მეუღლეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხებში ჭრილობა მიაყენა.
პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები