ციხისძირში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს

აჭარაში, ციხისძირში ორი პირი დააკავეს. როგორც “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მამაკაცები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით აიყვანეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათი დაკავება პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
ციხისძირში ხის გადარგვის სამუშაობი მიმდინარეობს, რასაც იქ შეკრებილები აპროტესტებენ. ტერიტორიაზე დადგმული ჰქონდათ კარვები, რომელიც სამართალდამცავებმა დაშალეს და გზის მიმდებარედ, მინდორზე გადაიტანეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა პოლიცილებისა და იქ შეკრებილთა შორის მცირე დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები