სამი სამყარო, ხელოვნების სამი გამოხატულება და ერთი ავტორი – ლიზი ბუდაღაშვილი…

„იმდენად დიდია ეს მოზღვავებული ემოცია თუ შთაბეჭდილება, ამდენად ვერ გავნაწილდები. რომელშიც უფრო კარგად გამოვხატავ იმ მომენტისათვის, იმას ვირჩევ ხოლმე“ – როდის შეიძლება მუსიკას, მწერლობას და ხატვას ერთი ავტორი ჰყავდეს… როგორ ახერხებს ამას 16 წლის ლიზი ბუდაღაშვილი და რა ემოციები გადააქვს მას საკუთარ ნამუშევრებში…12325420_1231719490189990_1544185044_n

– ემზადები პერსონალური გამოფენისთვის ავსტრიაში…
– 4 მარტს ვენაში გაიხსნება ჩემი პერსონალური გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იქნება 27-მდე ნამუშევარი. გამოფენის ორგანიზატორია ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ქალბატონი ქეთევან სეფაშვილი. ქეთევანი 2009 წელს საქართველოში მისსავე გამართულ მუსიკალურ კონკურსზე გავიცანი, სადაც გავიმარჯვე. მან შემომთავაზა, რომ ამ გალერეაში შეგვიძლია ჩემი ნამუშევრები გამოვფინო, გალერეაც დაინტერესდა და რამდენიმე დღეში მივემგზავრები. ნახატებთან ერთად, საღამოს მუსიკალური კომპოზიციებით გავაფორმებ. გამოფენა 11 მარტამდე გაგრძელდება…
12516292_1231719520189987_1821875858_n– პირველად გაქვს საქართველოს გარეთ პერსონალური გამოფენა?
– ერთხელ მქონდა იტალიის ქალაქ ადრიაში გამოფენა. იქ ნახატები რეპროდუქციების სახით იყო წარმოდგენილი, ორიგინალი ნამუშევრები არ წამიღია. ჩემი პოეზიის საღამოც გაიმართა და ნამუშევრები მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად გამოიფინა. თბილისში ბოლოს შარშან, 12 მარტს მქონდა პერსონალური გამოფენა…
– ვენაში გამოფენა-გაყიდვა იგეგმება?
– ჩვეულებრივი გამოფენაა, მაგრამ თუ იქნება მსურველი, რომ ნამუშევარი შეიძინოს, ალბათ დავფიქრდები გაყიდვაზე… ერთი ნამუშევარი ცოტა ხნის წინ გავყიდე, ისიც ავსტრიაში. ერთმა ხელოვნების მოყვარულმა დამთვალიერებლმა, მუსიკოსმა შეიძინა.
– რთულია ნახატის დათმობა?
– ზოგადად ძალიან რთულია. თუ წინასწარ იცი მიზანი, რისთვისაც ხატავ, მაგალითად, სადმე თუ უნდა დატოვო, ან ვინმეს აჩუქო, მაშინ თავიდანვე განეწყობი და შემდეგ ადვილია დათმობა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ… მაგრამ როდესაც ყველაფერს ჩადებ და შენსას ჩააქსოვ, მაშინ ცოტა ძნელია ნახატთან განშორება. თუმცა, მომავალში უნდა გაიხედოს ადამიანმა და მით უმეტეს, როცა ახალგაზრდაა, პერსპეტიულად უნდა შეაფასოს. მე იმ იმედით ვარ, რომ კიდევ დავხატავ და უფრო უკეთესი გამომივა… მაქვს იმედი, რომ გაიყიდება ჩემი ნახატები, იმიტომ რომ მხატვრისთვის საჭიროა აქტიური ცხოვრება და მოღვაწეობა.12736252_1231719563523316_550011133_n
– ყველაზე კარგად სად გრძნობ თავს – მუსიკაში, მხატვრობასა თუ მწერლობაში?
– ადრე უფრო მიჭირდა გამორჩევა, ახლა ნელ-ნელა იკვეთება. ხატვა ჩემთან უფრო ახლოსაა თითქოს, მაგალითად, პოეზია უფრო არასტაბილურია. შეიძლება ერთ დღეს დაწერო სამი ნაწარმოები ან ლექსი და შემდეგ ორი სამი თვე აღარ მოგივიდეს მუზა… ნახატებთან ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, უფრო გაწონასწორებული ვარ. მუსიკას რაც შეეხება, მუსიკაში უფრო რთულია თუნდაც სტილის შერჩევა, რა სტილში გინდა, რომ შექმნა ნაწარმოები და შენი ინდივიდუალური ხაზის გატარება, მუსიკას სხვა სირთულეები აქვს…
– შეიძლება ითქვა, რომ ხატვას გაყვები ბოლომდე?
– სამივე არის ის გზა, რომელსაც ბოლომდე გავყვები, ეს ვიცი დანამდვილებით.
– რატომ არის პოეზია არასტაბილური?
12767441_1231719693523303_339044198_n– თემატიკა, რასაკვირველია, მხატვრობაშიც, პოეზიაშიც და მუსიკაშიც შეიძლება ერთი და იგივე იყოს. მაგრამ ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ ერთი მუზის გამო სამივეში ერთდორულად შემექმნა ნამუშევარი. იმიტომ, რომ იმდენად დიდია ეს მოზღვავებული ემოცია თუ შთაბეჭდილება, ამდენად, ვერ გავნაწილდები. რომელშიც უფრო კარგად გამოვხატავ იმ მომენტისათვის, იმას ვირჩევ ხოლმე. არ ვიცი არასტაბილურობა რის გამოა გამოწვეული, ალბათ ცხოვრებაში ყოველ დღე არ არის ისეთი მომენტები, რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს და მხატვრობაში ალბათ უფრო მეტია…
– დროს თუ აქვს მნიშვნელობა, რა პერიოდში შექმნი შენს ნაფიქრალს?
– გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ღამე მიყვარს ძალიან… ღამეს სხვა დატვირთვა აქვს, ალბათ უფრო შემოქმედებითია, უფრო შექმნისთვის არის, ასე ვფიქრობ… და დღე უფრო რეალურია და ძალიან ნამდვილია. ამ დროს ყველაფერს ისე ხედავ, როგორიც არის და ღამე ყველაფერს ისე ხედავ, როგორც შენ გინდა, რომ დაინახო და წარმოიდგინო… ამით ღამე უმარტივებს შემოქმედ ადამიანს და უფრო ეხმარება…12767651_1231719530189986_1143764431_n
– როგორია ლიზის მუსიკა, მხატვრობა, პოეზია…
– მხიარულს ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩემი შემოქმედება, ზოგადად, შინაგანი ბუნების გამოხატულებაა… ჩემდაუნებურად ხდება ასე, რომ ცოტათი მელანქოლიურ ტონს ვირჩევ. ამაში უფრო ვპოულობ საკუთარ თავს. ზოგადად მივიჩნევ, რომ ამ სევდიან ხაზში უფრო მეტი სიღრმეა და მეტი რამის დანახვა შეიძლება. ზღვასავით არის და ძალიან ბევრს მოიცავს მის ქვეშ და ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად დაინახავს, თავის ცხოვრებას ან გარემოს მოარგებს… სევდიანი უფრო რთულია…
– ფოტოგრაფია თუ გიცდია…
– ფოტოგრაფია ძალიან მოყვარულის დონეზე მიცდია, ზაფხულში დასვენებაზე. სადმე ქალაქგარეთ როცა ვარ, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი თავსუფალი დრო მაქვს. მიყვარს, ზოგადად, ფოტოგრაფია და ძალიან ვაფასებ, ახლოს არის მხატვრობა ფოტოგრაფიასთან. მაგრამ არის ისეთი ფოტოები, ნახატად რომ აქციო, საერთოდ დაიკარგება ყველაფერი, არის ისეთი ფოტოები, რომლებიც ნახატებად გამოდგება. ფოტოს უფრო სხვა დატვირთვა აქვს და ნახატს უფრო სხვა. ნახატი მეტად შემოქმედებითია, ჩემი აზრით…
– რომელი ინსტრუმენტი გიყვარს განსაკუთრებით?
12767743_1231719506856655_1530282646_n– გიტარაზე ვერ ვუკრავ, ჩემით ვცადე და არ გამომივიდა. დროის უკმარისობის გამო ვეღარ მოვახერხე პედაგოგთან მისვლა… ინსტრუმენტებიდან, რასაკვირველია, ფორტეპიანო მიყვარს განსაკუთრებით. ყველაზე მრავალფეროვანია, ჩემი აზრით, თუნდაც  -დიაპაზონით და ხერხებით. ფორტეპიანოს შემდეგ ჩელო მიყვარს, ძალიან ღრმა ბგერა აქვს, ძალიან დახვეწილი და მგრძონობიარე. ახლახან დავწერე ნაწარმოები ჩელოსთვის პირველად. მსიამოვნებს თვითონ ჩელოს მოსმენა – როგორც სოლო, ისე ანსამბლში.
– როგორია ლიზის სამყარო?
– ცოტა უცნაურია, თუ ჩემს გარემოს გავითვალისწინებთ. მიყვარს სხვადასხვა კოლექციის შეგროვება… ფერადი რომ გითხრათ, არა, ალბათ უფრო ლურჯი. მიყვარს ეს ფერი და ლურჯს ვუწოდებდი ჩემს ცხოვრებას. ძალიან კარგი ფერია, ღრმა და ეს ფერი ყველაზე უფრო გამომხატავს…
– სწავლას რომელზე აპირებ, რომელს გააგრძელებ?
– ახლა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასში ვარ. ვამთავრებ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედს და რესპუბლიკურ სამხატვრო სასწავლებელს. მუსიკას და მხატვრობას აუცილებლად 12769459_1231719720189967_1746640530_nგავაგრძელებ კონსერვატორიაში და სამხატვრო აკადემიაში. თუმცა, კონკრეტულად ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, რადგან დამოკიდებული ვარ Flex-ის კონკურსის შედეგებზე. ინგლისურენოვანი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად წასვლას შევძლებ…
– სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრია?
– კი, მიფიქრია, მაგრამ არაშემოქმედებითზე არაფერზე. მიფიქრია მსახიობობაზე, არ ვიცი, რამდენად მაქვს მონაცემები, ერთადერთხელ ვითამაშე სასკოლო დადგმაში. იმდენად საინტერესო სფეროა ჩემთვის, თეატრი განსაკუთრებით. უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვცდიდი…

12769566_1231719540189985_1767647887_n
12769647_1231719653523307_1064401122_n
12773231_1231719730189966_85309344_o
12782210_1231719526856653_475159486_n
12784246_1231719606856645_1202030299_n
12784281_1231719500189989_2052010111_n
12784694_1231719543523318_1133747539_n
12784742_1231719650189974_1906474520_n
12789863_1231719533523319_1842525676_o

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები