თბილისში ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი და ორგანიზაციის ორი წევრი დააკავეს. შემთხვევა ისნის რაიონში მოხდა. ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომუნალური მომსახურების აღდგენას ითხოვდნენ. აქციაზე „თავისუფალი თაობის” სამი წევრი დააკავეს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილიც, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია სამი პიროვნება, რომელთაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. საქმეზე გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები