ქურდობა გურიაში – მძარცველებმა ბანკიდან 1700-მდე ლარი წაიღეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. მძარცველებმა ბანკის სეიფიდან დაახლოებით 1700 ლარი წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები