დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას, საბაჟო – გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები