28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი გაგუდა – დანაშაული გახსნილია

კასპის რაიონის სოფელ ხანდაკში 28 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზურაბ ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები