შსს-მ თელავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირი გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონში ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული ვ. გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ. გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიების წინასწარ ეტაპზე იკვეთება ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც შესაძლოა, მკვლელობის ჩადენის მიზეზი გამხდარიყო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები