თელავში მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ბიძაშვილებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. 48 წლამდე მამაკაცს ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები