სამირა ბაირამოვას გატაცებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზამირ ვ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ელჩინ ი-ს თანამზრახველია, რომელმაც მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ელჩინ ი-ს სხვა თანამზრახველების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები