დედამიწაზე პირველი ცხოველი ზღვის ღრუბელი იყო

დედამიწაზე პირველი ცხოველები, სავარაუდოდ, ზღვის ღრუბლები იყვნენ. ასეთი დასკვნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გამოიტანეს. მათ მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ 640 მილიონი წლის ასაკის ქვებში აღმოჩენილი მოლეკულები სწორედ ზღვის ღრუბლებს ეკუთვნის. კვლევის შესახებ სტატია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences -ში გამოქვეყნდა.
დედამიწის უძველეს მრავალუჯრედიან ორგანიზმებთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული თეორიები აქვთ. ასე, მაგალითად, მკვლევარებს აქამდე მიაჩნდათ, რომ პირველი ორგანიზმები წყალმცენარეები იყვნენ. თუმცა ბოლო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზღვის ღრუბლები დედამიწაზე წყალმცენარეებზე გაცილებით ადრე – 640- მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები