მკვლელობა თელავში – 40 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები ე.წ სპიცით აქვს მიყენებული.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში დანით დაჭრილი იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები